1955-…………..სიკვდილი სიცოცხლის საუკეთესო გამოგონებაა

Image  დღეს  ვისაუბრებ   არაჩვეულებრივ  ადამიანზე   , APPLES  დამფუძნებელ  სტივ  ჯობსზე.  ჩემთვის  ის  ყოველთვის  ცოცხალი  იქნება  ,  რადგან  ასეთი  დიდი  მემკვიდრეობა დაუტოვა  მსოფლიოს…….

სტივ ჯობსი დიდხანს ირჩევდა ადამიანს, რომელიც ღირსი იქნებოდა მისი ბიოგრაფია დაეწერა. ბოლოს, მან ამ საქმისათვის უოლტერ აიზექსონი აირჩია — ჟურნალისტი, ალბერტ აინშტაინისა და ბენჯამინ ფრანკლინის ბიოგრაფიების ავტორი. უდაოვოა, რომ ისეთ ადამიანს, როგორიც სტივ ჯობსია, აქვს მოსაყოლი ბევრი რამ მკითხველისათვის, ამიტომაც Apple-ის დამფუძნებელმა დაუყოვნებლოვ დაიწყო თავისი ისტორიის გაზიარება წიგნის ავტორთან. სტივ წესრიგი და სიმარტივე უყვარდა, ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მუშაობა დაეწყოთ იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო — მაუნთინ ვიუს ერთ-ერთ სახლში.

Image
„ეს სახლი მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, — ამბობს უოლტერ აიზექსონი, — და არა მარტო იმის გამო, რომ ეს ის ადგილია, სადაც მან ბავშვობა გაატარა. ეს კედლები, ეს სახურავი — მისთვის ძალიან მნიშვენლოვანი იყო. სტივი ადიდებდა ჯოზეფ ეიჩლერს, ადამიანს, რომელმაც დააპროექტა ეს სახლი. ის თვლიდა, რომ მან შეძლო არა მარტო სახლის შექმნა, რომელიც ხელმისაწვდომი იყოს საშუალო ფენის ადამიანებისათვის, არამედ მიეცა მისთვის განსაკუთრებული შარმი. ჯობი აღტაცებული იყო შენობის სისადავით და ამასთან ერთად ლამაზი დიზაინითაც. კიდევ სტივმა მაჩვენა ღობე, რომელიც მისმა მამამ ააგო 50 წლის წინ. მან მითხრა, რომ მამა ყველაფერს „სწორად“ აკეთებდა. ღობის ის ნაწილიც კი, რომელიც არ ჩანდა გზის მხრიდან, მნიშვნელოვანი იყო მისთვის“

მაშ ასე, სტივ ჯობსის იდეა, შეეცვალა ჩვენი წარმოდგენა ელექტროტენიკის შესახებ, ჯერ კიდევ ამ სახლში ჩაისახა. ეს „მარტივი სილამაზე“, რომელიც ამჟამად Aპპლე-ის ყველა მოწყობილობაშია, გარს ეხვია კომპანიის მომავალ დამაარსებელს ჯერ კიდევ 50 წლის წინ. უოლტერ აიზექსონისათვის ეს სტივ ჯობსის ცხოვრების მოზაიკის პირველი ნაწილი აღმოჩნდა. მას ჯერ კიდევ ბევრი ნაწილის შეგროვება ელოდა წინ.Image

უოლტერ აიზექსონი შემთხვევით არ აურჩევიათ: ზუსტად რომ მისმა წინა ნამშევრებმა მიიქცია სტივის ყურადღება. როდესაც ის ფრანკლინისა და აინშტაინის ბიოგრაფიას წერდა, ისინი უკვე გარდაცვლილები იყვენენ, ახლა კი მას მოუწევდა წიგნის მომზადება ცოცხალ ადამიანზე, თუმცა კი სასიკვდილოთ ავადმყოფზე. ჯობსმა სთხოვა უოლტერს, რომ ბიოგრაფია არ ყოფილიყო განმჭვალული სტივის გენიალურობის ეპითეტებით. ავტორს დაევალა აღეწერა ყველაფერი ისე, როგორც ის ამას ხედავდა. სტივი თავის მხრივ დაპირდა არ შეხებოდა ტექსტს. ერთადერთი, რაც სტივმა აირჩია, ეს წიგნის ყდა გახლავთ.

ჯობსი ყველაფერში პირველი იყო. ასევე იქნება მისი ბიოგრაფიის წიგნი: როგორც წესი ასეთი წიგნები, პიროვნების გარადცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ გამოდის. მაგრამ ჩვენ წიგნი მივიღეთ მისი გარდაცვალებიდან 19 დღეში. აი რას ფიქრობს თვითონ ავტორი:

„ამ წიგნში მუდმივად შეხვდებით მომენტებს, რომელლებიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ნახეთ ახალ ამბებში. ეს არ არის გასაოცარი —APPLES შესახებ მუდმივად საუბრობენ! მაგრამ ეს საერთო სურათის მხოლოდ ნაწილია. სტივის ცხოვრების დეტალები დიდად არაა ცნობილი, ხოლო ამის გაგება თითქმის ყველას სურს. ზოგიერთი მომენტი 30 წლამდე მკითხველისათვის გაუგებარიც კი შეიძლება დარჩეს! მაგრამ წიგნი განკუთვნილია არა მარტო ახლა მცხოვრები მკითხველისათვის, არამედ ჩვენი შვილებისთვისაც“
სტივ ჯობსი: სიკვდილი სიცოცხლის საუკეთესო გამოგონებაა

მსოფლიო ტექნოლოგიური გიგანტის APPLES-ის დამფუძნებლის სტივ ჯობსის გარდაცვალება კვლავ საერთაშორისო მედიის მთავარ თემად რჩება. გამოცემები აქვეყნებენ ჯობსის ციტატებს, რომლებიც მან სხვადასხვა წელსა და სიტუაციაში წარმოთქვა.

1)„მე არ მქონდა საკუთარი ოთახი და მეგობრებთან იატაკზე ვიწექი. ვაბარებდი „კოლას“ ბოთლებს 5 ცენტად, რათა საკვები მეყიდა. და ყოველ კვირას 7 მილს ფეხით გავდიოდი, რათა კვირაში ერთხელ კარგად მევახშმა კრიშნაიდების ტაძარში. ეს მშვენიერი იყო“ (სტენფორდის კურსდამთავრებულთა წინაშე წარმოთქმული სიტყვიდან, 2005 წელი).

2)„ჯობია მეკობრე იყო, ვიდრე ფლოტში მსახურობდე“ (ციტატა წიგნიდან Oდყსსეყ:pepsicho apple.. 1982 წელი).

3)„გსურთ, მთელი ცხოვრება ტკბილი წყალი გაყიდოთ, თუ ჩემთან ერთად წამოხვიდეთ და მსოფლიოს შეცვლა სცადოთ?“ (ასე მიმართა 1983 წელს ჯობსმა   pepsichos  -ს პრეზიდენტს ჯონ სკულის, როდესაც მის Aპპლე-ის გენერალურ დირექტორად გადაბირებას ცდილობდა. ორ წელიწადში სკულმა ჯობსის apple-დან გათავისუფლებას მიაღწია).

4)„როდესაც უკან ვიხედები, ვხვდები, რომ Aპპლე-იდან ჩემი გათავისუფლება ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო მოვლენა იყო. მე გავთავისუფლდი წარმატებული ადამიანის ტვირთისგან და კვლავ შევიძინე ახალბედას სიმსუბუქე და ეჭვიანობა. ამან გამათავისუფლა და ჩემთვის ყველაზე შემოქმედებითი პერიოდი დაიწყო“ (სტენფორდის კურსდამთავრებულთა წინაშე გამოსვლა, 2005 წელი).

5)„დარჩით მშიერი, დარჩით უგუნური!“ (სტენფორდის კურსდამთავრებულთა წინაშე გამოსვლა, 2005 წელი.)

6)„Microsoft-ის პრობლემა ისაა, რომ მათ არ აქვთ გემოვნება. არავითარი! ისინი შემოქმედებითად არ ფიქრობენ. მათ პროდუქტებს არ აქვს კულტურა“ (თრიუმპჰ ოფ თჰე Nერდს, 1996 წელი).

7)„კრეატიულობა – ეს არის, უბრალოდ, კავშირის დადგენა საგნებს შორის. როდესაც შემოქმედებით ადამიანებს ეკითხებიან, როგორ გააკეთეს ესა თუ ის რამ, ისინი თავს ცოტა დამნაშავედ გრძნობენ, რადგან სინამდვილეში არაფერი გაუკეთებიათ, უბრალოდ, შეამჩნიეს. მათ შეძლეს საკუთარი გამოცდილების ნაწილების დაკავშირება და სინთეზირება რაღაც ახალში. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ განიცადეს და დაინახეს მეტი, ვიდრე სხვებმა, ან იმიტომ, რომ ისინი ამის შესახებ მეტს ფიქრობენ.“ (ჭირედ, 1996 წელი).

8)„როდესაც ახალგაზრდა ხარ და ტელევიზორს უყურებ, ფიქრობ, რომ ტელეკომპანიები შეუთანხმდნენ ერთმანეთს და სურთ ადამიანებს გონება დაუჩლუნგონ. შემდეგ კი იზრდები და ხვდები: ადამიანებს ეს თავად სურთ. შეთქმულება საშიში არ არის. შენ შეგიძლია დახვრიტო ნაძირლები, დაიწყო რევოლუცია. მაგრამ არავითარი შეთქმულება არ არსებობს. ტელეკომპანიები, უბრალოდ, მოთხოვნას აკმაყოფილებენ. სამწუხაროდ, ეს სიმართლეა“ (, 1996 წელი).

9_)„apple-ის თანამედროვე პროდუქტები – უკუსვლაა. ისინი არ არიან სექსუალურები.“ (Apple-ში დაბრუნებამდე გაკეთებული განცხადება, უსინესსჭეეკ, 1997 წელი).

10)„ნუ ხარ ბოროტი – ეს სრული სისულელეა“ (google-ის კორპორატიული ლოზუნგის Don’t   be  evil-ის შესახებ.)

11) „ბოლო 33 წლის განმავლობაში მე ყოველ დილით ვიხედებოდი სარკეში და საკუთარ თავს ვეკითხებოდი: დღეს რომ ჩემს ცხოვრებაში უკანასკნელი დღე იყოს, გავაკეთებდი იმას, რაც დღეისთვის დავგეგმე?“ (სტენფორდის კურსდამთავრებულთა წინაშე გამოსვლა, 2005 წელი.)

12)„მე არ მსურს, ვიყო ყველაზე მდიდარი ადამიანი სასაფლაოზე“

13)„მე გავიზარდე და მივხვდი, რომ ტექნოლოგიურ სიახლეებს არ შეუძლია მსოფლიოს შეცვლა. ბოდიში, მაგრამ ეს სიმართლეა. ამის გააზრება ბავშვების გაჩენასთან ერთად ხდება. იბადები, ბერდები, შემდეგ კი კვდები. ასე ხდება უკვე ბევრი წლის განმავლობაში, და ამას არაფერი შეცვლის.“

14) „როდესაც მახსოვს, რომ მალე მოვკდვები – ეს შესანიშნავი ინსტრუმენტია, რომელიც დამეხმარა, მიმეღო ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ცხოვრებაში. მოსალოდნელ სიკვდილზე ფიქრი საუკეთესო საშუალებაა იმ ილუზიისგან გასათავისუფლებლად, რომ რაღაც დასაკარგი გაქვს. თითქოს შიშველი ხარ და არ გაქვს მიზეზი, არ მოუსმინო საკუთარ გულს. სიკვდილი – ეს ცხოვრების საუკეთესო გამოგონებაა.“ (სტენფორდის კურსდამთავრებულთა წინაშე გამოსვლა, 2005 წელი.)
„კომერსანტი“

Leave a comment